loader

"ვისაც ეგ არ აქვს გაკეთებული, ეტყვიან: მოუთმენარი არისო" - ყვარლის სამ სოფელში გოგონებს წინდაცვეთას უკეთებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისაც ეგ არ აქვს გაკეთებული, ეტყვიან: მოუთმენარი არისო" - ყვარლის სამ სოფელში გოგონებს წინდაცვეთას უკეთებენ

სკანდალი კახეთში - ყვარელში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" იტყობინება, რომლის ვებგვერდზე ჟურნალისტ აიდა მირმაკსუმოვას მიერ მომზადებული შესაბამისი მასალა გამოქვეყნდა.

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გოგონები წინდაცვეთის პროცედურას გადიან.