loader

მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილდა - ზვარეში დამსაქმებელი ჩინური კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილდა - ზვარეში დამსაქმებელი ჩინური კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა

მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილდა - სოფელ ზვარეში დამსაქმებელი ჩინური კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას ხვალიდან გეგმავენ. როგორც დასაქმებულები ამბობენ, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” შეთანხმება მიღწეულია – დასაქმებულებსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის შეთანხმების მიღწევას ადასტურებენ "საქართველოს რკინიგზაშიც".

მუშების პროტესტი 3 ნოემბერს დაიწყო, როცა ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ არმატურით, დანით, ხის ჯოხებითა და ხორცის საკეპი ნაჯახებით სცემეს. ტრავმებით 7 ადამიანი საავადმყოფოებში მოხვდა. 2 მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, დანარჩენები უკვე გაწერეს. შსს-მ მომხდარზე სამი პირი დააკავა - ისინი ჩინეთის მოქალაქეები არიან.