loader

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.