loader

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ის უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების მუხლებითაა ბრალდებული. მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს გამოძიება გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების ციხიდან უკანონოდ გაყვანას ედავება. გამოძიებამ პროცესზე ის ვიდეოკადრები წარმოადგინა, სადაც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირები სასჯელს იხდიდნენ. საუბარი იყო, თუ რა პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები სხვა პატიმრებთან შედარებით. დავით ჩხიტუნიძე ამჟამად ძებნაში იმყოფება.