loader

რა სასჯელი შეუფარდა სასამართლომ მტკვარში ნაპოვნი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სასჯელი შეუფარდა სასამართლომ მტკვარში ნაპოვნი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებს?

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ძაბახიძის მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ა.ზ-ს და მ.ყ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში აქვთ წაყენებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი ძაბახიძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებს ა.ზ. ჰყავდათ დაკავებული, სასამართლო სხდომაზე კი გაირკვა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - მ.ყ. იყო დაკავებული.
გიორგი ძაბახიძის ცხედარი რუსთავში მდინარე მტკვრის ჩამკეტ ნაგებობასთან, 10 ნოემბერს, გვიან ღამით მეთევზეებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, თუმცა მალევე, რაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.