loader

სკანდალი თავდაცვის სამინისტროში: თადარიგის ოფიცერი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი თავდაცვის სამინისტროში: თადარიგის ოფიცერი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, სერგო ნინუა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად.

ამ თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი სიუჟეტს უძღვნის.

"მოამბის" ინფორმაციით, მათ ის დოკუმენტიც მოიპოვეს, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, თუმცა, თვითონვე მიუთითებს, რომ ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.