loader

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

"გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია "კანონიერ ქურდად". სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).