loader

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სკანდალის გამო თანამდებობები დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სკანდალის გამო თანამდებობები დატოვეს

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მათ განცხადება "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გააკეთეს.
როგორც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო ნინუამ განაცხადა, თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ ჩატარდეს სრულყოფილი მოკვლევა, მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ყველა იმ პირის დაკითხვასაც ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.