loader

"მათ დაადასტურეს, რომ პირადად სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ" - 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მათ დაადასტურეს, რომ პირადად სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ" - 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმე

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სასამართლომ კუდ-ის თანამშრომელი დაკითხა. პროცესზე სპეცრაზმელის, დავით უმფრიანის ჩვენება მოისმინეს. ჩვენების მიხედვით, 7 ნოემბერს, ქაშუეთთან კუდ-ის თანამშრომლებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ დარბეული ხალხი ტერიტორიიდან გაედევნათ. პირველი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ბრალდების შუამდგომლობით, სასამართლო პროცესი დაიხურა. პროკურორმა შუამდგომლობის მიზეზად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა დაასახელა, რომელთა ჩვენებებიც, მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. მოსამართლემ შუამდგომლობა გაითვალისწინა და სხდომა დახურულად გამოცხადდა.