loader

შსს-მ და სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ და სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 22 აბი და აბის ნატეხები, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკის 22 აბი და 14 შეკვრად დაფასოებული ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ჰ.ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.