loader

სამი გახმაურებული საქმე, რომელთა განაჩენსაც პროკურატურა გადახედავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი გახმაურებული საქმე, რომელთა განაჩენსაც პროკურატურა გადახედავს

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

როგორც უწყებაში განმარტეს, გადაიხედება განაჩენები სს "ეი-ი-ეს" თელასის ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებულის, ნორა არღვლიანის მიმართ.