loader

#ქველმოქმედებამარტივია - საქველმოქმედო აქცია გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

#ქველმოქმედებამარტივია - საქველმოქმედო აქცია გრძელდება

ქველმოქმედება მარტივია - ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ამ მოწოდებით განაგრძობს საქველმოქმედო აქციას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ამჯერად "ოჯახის მკურნალის" წარმომადგენლები პარტნიორებთან ერთად კლინიკა "ლაიფმედს" ესტუმრნენ და "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ბენეფიციარ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" წარმომადგენლებმა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში" ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხის პირველი ნაწილიც გადარიცხეს.

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" აგრძელებს ქველმოქმედებას და ოქტომბრისა და ნოემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში".