loader

ჰიმნი, ქვეყნის ერთგულებისათვის ფიცის დადება და დეპუტატის მანდატი 4 წლის ვადით - ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰიმნი, ქვეყნის ერთგულებისათვის ფიცის დადება და დეპუტატის მანდატი 4 წლის ვადით - ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა. ახალი პარლამენტი თავმჯდომარეს პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს. პირველი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება იქნება. საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის სტატუსს ”ქართული ოცნება” იძენს. სახელისუფლო პარტია პარლამენტში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს ინარჩუნებს ნაციონალურ მოძრაობა , რომელიც ორგანოში 27 მანდატით შედის და არჩევნებში მიღებული შედეგით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება შეუძლია.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 150-წევრიან პარლამენტში ასევე , 6 წევრით - "პატრიოტთა ალიანსი" ,1 წევრით - "მრეწველები" და ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.