loader

რა მოხდება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე?

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის - ეს რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმაა. სახელმწიფოს მეთაური შემდეგ სიტყვას უხუცეს პარლამენტის წევრს გადასცემს, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. მე-9 მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი ”ქართული ოცნების” სიით არჩეული რევაზ არველაძეა. რომელმაც პროტოკოლის თანამშრომლებთან ერთად სხდომის დღის წესრიგის დეტალები და რეპეტიაცია უკვე გაიარა. ამასთან, პირველ სხდომაზე შეიძლება მიიწვიონ პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.