loader

გაიცანით ახალი ქართული საწარმო "ტისუპეიპერი" - ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით ახალი ქართული საწარმო "ტისუპეიპერი" - ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოების მენეჯერთან ერთად ლენტის გაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის მინისტრმა საწარმოში არსებული დანადგარები დაათვალიერა. პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

"ტისუპეიპერში" 11,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია და 90-ზე მეტი სამუშაო ადგილი არის შექმნილი. ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ჰიგიენურ ქაღალდს. წარმოება ძალიან მეგობრულია გარემოს მიმართ, რადგან პრაქტიკულად, აქ ხდება მეორადი გადამუშავება მაკულატურის. ეს არის წარმოება, რომელიც გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს კომპანია 250 ტონაზე მეტ პროდუქციას უშვებს, რაც აღნიშნული პროდუქტის მოხმარების თითქმის 30 %-ია, ხოლო მომავალში ისინი კიდევ გააორმაგებენ თავის გამოშვებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს თუ მხოლოდ მეორადი გადამუშავება ხდება, კომპანიას დაგეგმილი აქვს გააფართოვოს თავისი პროდუქცია. შემოიტანს ცელულოზას, შესაბამისად, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტის თვითღირებულება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე. სწორედ ეს არის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიზანი. მისი ამოცანაა ჩვენს ქვეყანაში წარმოება განვითარდეს. განვითარდეს იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის პოტენციალი. კომპანია შემდგომში სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტზე გასვლას გეგმავს", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს "ტისუპეიპერის" ბრენდები "ეკო", "ასფურცელა" და "ეკოფეიფერი" მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.