loader

"მე ტორირისტი არ ვარ" - რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობაზე ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ტორირისტი არ ვარ" - რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობაზე ბრალდებული

რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობაზე ბრალდებული ბექა ბექაურის განცხადებით, ამოღებული იარაღი მისი იყო, თუმცა, მას სხვა გეგმა ჰქონდა. "მე ტორირისტი არ ვარ", - აცხადებს ტერაქტის მოწყობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული. 7 ბრალდებულიდან თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მხოლოდ ერთი ცნობს, დანარჩენები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და განხორციელების მცდელობას უარყოფენ. სუს-ის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის აფეთქებას ამზადებდა. ამ პირების გარდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი ერთი პირი.