loader

მოწმე: "დათა ახალაიას ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოწმე: "დათა ახალაიას ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია"

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია. დავით კუხიანიძის თქმით, მის მიერ მიცემული ჩვენება 2014 წელს ზეწოლის შედეგად იყო მოპოვებული. მისი განმარტებით, პროკურატურამ მოსთხოვა ეთქვა, რომ 2006 წლის 12 იანვარს, სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლები დავით ახალაიამ, გიორგი მაზმიშვილმა და გიორგი დგებუაძემ მოახდინეს. მოწმის განცხადებით, ეს სიცრუეა. კუხიანიძე ამბობს, რომ ის ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ახალაიასთან ერთად იმ დროს მივიდა, როდესაც ოპერაცია დასრულებული იყო, სამი ახალგაზრდა კი უკვე ლიკვიდირებული დახვდათ. კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2006 ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, მოწმის სტატუსით სკაიპით დაიკითხა. ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეა.