loader

შსს-მ 43 აბი "სუბოქსინი" ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ 43 აბი "სუბოქსინი" ამოიღო

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში 1980 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი "სუბოქსინი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).