loader

რა თანხა გადასცა კოდუამ სოდის თანამშრომლებს ვალერი გელაშვილის ცემისთვის? - მოწმეების სკანდალური ჩვენება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თანხა გადასცა კოდუამ სოდის თანამშრომლებს ვალერი გელაშვილის ცემისთვის? - მოწმეების სკანდალური ჩვენება

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემაში მონაწილე სოდ-ის ყოფილ თანამშრომლებს ერეკლე კოდუამ, პრემიის სახით, თითოეულს 500 დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია სოდ-ის თანამშრომლებმა სასამართლო  პროცესზე დაადასტურეს, სადაც ისინი გელაშვილის ცემის საქმეზე დაიკითხნენ. სოდ-ის სპეცრაზმის ყოფილმა თანამშრომლის ალექსანდრე ნაჭყებიას განაცხადებით, მან გია სირაძისგან დავალება მიიღო, რომ უნდა გაენეიტრალებინათ ერთი პიროვნება და ეცემათ. ალექსანდრე ნაჭყებიამ კი, როგორც თავად ამბობს, სპეცრაზმის რამდენინე მებრძოლი შეკრიბა და ორი დღის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდებოდნენ. მოწმის ჩვენებით, ამ ოპერაციის შემდეგ კოდუამ მათ შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მაგიდაზე დალაგებულ თანხაზე მიუთითა, რომ ეს მათი პრემია იყო.