loader

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. უფრო კონკრეტულად, ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რამდენიმე სახურავია დაზიანებული ფოთშიც.

სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.