loader

შარტავს ქუჩაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარტავს ქუჩაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის პირველი კომენტარი

გარდაცვლილი მშენებარე კორპუსში მუშებმა აღმოაჩინეს. როგორც ჟურნალისტებს შარტავას ქუჩის მცხოვრებმა ზაზა უგრეხელიძემ განუცხადა, მშენებარე კორპუსის დაცვამ ტერიტორიაზე მოზარდები შენიშნა და მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ. უგრეხელიძის განმარტებით, ამის შემდეგ მოზარდები წავიდნენ, თუმცა, დილით აღნიშნულ ადგილზე გარდაცვლილის და მოვიდა და სწორედ მან აღმოაჩინა მშენებარე კორპუსის სარდაფში 16 წლის გოგონას ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.