loader

რას აპირებს სააკაშვილი 27 ნოემბერს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აპირებს სააკაშვილი 27 ნოემბერს?

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში 27 ნოემბერს, 13:00 საათზე აქციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი და გუნდის სურვილი იყო უკრაინაში რეფორმების გატარება, თუმცა, ამის ნაცვლად მიიღეს რეფორმების იმიტაცია.

"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში არიან სხვა, ახალი ძალები, წესიერი, პატიოსანი ადამიანები, რომელთაც აქვთ რეალურად მოტივაცია, დაიცვან ქვეყანა, გახადონ ის უკეთესი და ბევრად ეფექტური.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, რომ ჩვენ ქვეყნის მომავლის გვჯერა, რომ გვაქვს საკმარისი ძალა, ენერგია. ჩვენ არ ჩამოვუშვებთ ხელებს, ჩვენი მოსყიდვა შეუძლებელია და ჩვენით მანიპულირება შეუძლებელია.
მე წავალ ბოლომდე და მინდა, რომ ჩვენ ერთად წავიდეთ ბოლომდე. მე არ გიღალატებთ და იმედი მაქვს, რომ თქვენც იქნებით ჩვენთან ამ ბრძოლაში. 27 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საკმარისია, აღარ მოგცემთ იმის გაგრძელების ნებას, რასაც აკეთებდით. ჩვენ უფრო მეტნი გავხდებით და მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას უკრაინისთვის, ყველა უკრაინელი ოჯახისთვის", - მიმართავს სააკაშვილი უკრაინელებს.