loader

ახალი ინფორმაცია მცხეთაში მომხდარ ავტოავარიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ინფორმაცია მცხეთაში მომხდარ ავტოავარიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე

მცხეთაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა მოინახულა. ამასთან თავდაცვის სამინისტრო კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.