loader

კიევში პოლიციამ ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა - აყვანის ოპერატიული ვიდეომასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში პოლიციამ ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა - აყვანის ოპერატიული ვიდეომასალა

კიევის ოლქის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაში, კერძო მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვაში არის ეჭვმიტანილი, - იუწყება პოლიციის პრესსამსახური.
საქართველოს მოქალაქე 10 წლის განმავლობაში არალეგალურად იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ადრე ის დეპორტირებული იყო უკრაინიდან, თუმცა დაბრუნდა და განაგრძო თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
„პირადი ჩხრეკისას ოპერატიულმა მუშაკებმა ამოიღეს პისტოლეტი, ჟურნალისტის მოწმობა და სხვა დოკუმენტები, რომლითაც უკრაინის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილი სარგებლობდა“, - აცხადებს პოლიციის პრესსამსახური.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე (პირველი ნაწილი) მუხლით (იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფთქენბელი ნივთიერებების უკანონონო მოპყრობა).