loader

ეს საგანგაშოა: საქართველოში 10-დან 9 სათამაშო დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებას შეიცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს საგანგაშოა: საქართველოში 10-დან 9 სათამაშო დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებას შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ცნობით, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია. "მომხმარებელი.Ge"-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შეძენილი 10 სათამაშოდან 9 დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებას, ფტალატს შეიცავს. ნივთიერება პლასტმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში. არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორციელა.

არსებულ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე. მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივის ამოქმედების ვადა 2019 წლამდე არ უნდა გადაიდოს.