ძლიერი ავარია თბილისში: თამარ მეფის ხიდთან მანქანა მტკვარში გადავარდა
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს BMW-სა და Subaru-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც Subaru მძღოლთან ერთად მტკვარში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და მძღოლი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და მძღოლი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს.