loader

როგორ მოახერხა მოქალაქემ საქართველოში 50 კილოზე მეტი ოქროს ზოდების უკანონოდ შემოტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოახერხა მოქალაქემ საქართველოში 50 კილოზე მეტი ოქროს ზოდების უკანონოდ შემოტანა

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 5 დეკემბერს საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ "TOYOTA PRADO"-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები.
”საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.