loader

სააკაშვილის სკანდალური განცხადება: "თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის სკანდალური განცხადება: "თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ"

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ინტერვიუ Deutsche Welle-ს მისცა. სააკაშვილი ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოს მიერ ორჯერ შეთავაზების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს. მას სურს უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე იყოს. სააკაშვილმა ასევე დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი „ახალი ძალების მოძრაობა”  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ როგორც კი მის პოლიტიკურ ძალას რადაში „ძლიერი უმრავლესობა“ ექნება, ის ნებისმიერ კანონს მიიღებს.