loader

სერგეენკოს განცხადებით, თელავის რაიონის საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერგეენკოს განცხადებით, თელავის რაიონის საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თელავის რაიონის საბავშვო ბაღების კვების რაციონის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ინტენსიურად იმუშავეს და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება.
დავით სერგეენკომ მოუწოდა მედიასაშუალებებს, ნუ შეეხებიან ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების თემას, სანამ არ დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს ობიექტური რეალობაა, რადგან "ამას შეიძლება რეაგირების ძალიან დიდი ტალღა მოჰყვეს და ეს იქნება სამართლიანი, როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მხრიდან".