loader

აჭარაში 5 მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა - მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში 5 მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა - მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მაღალმთიან აჭარაში ძლიერმა ნალექმა მეწყერული პროცესები გამოიწვია და 5 მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა. შედეგად არავინ დაზარალებულა. განსაკუთრებით დიდი ნალექია ხულოს მუნიციპალიტეტში. ძლიერმა თოვლმა საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რის გამოც სამაშველო სამსახურმა ოჯახი გამოასახლა. მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყდა. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. "ენერგო პრო ჯორჯიაში" ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერი თოვის გამო გართულებულია ავტომანქანით ან ფეხით იმ ადგილებთან მისვლა, სადაც სადენებია დაზიანებული. რიგ სოფლებში, მოსახლეობა მეორე დღეა უშუქოდაა დარჩენილი. სახანძრო და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში მოძრაობა მხოლოდ ორხიდიანი ავტომანქანებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული.