loader

"ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია" - კამათი "ნაციონალებსა" და ქუმსიშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია" - კამათი "ნაციონალებსა" და ქუმსიშვილს შორის

დღეს უკვე ლარის მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსი გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბაქრაძემ დეპუტატებს ეროვნული ვალუტის მიმდინარე კურსი გააცნო და განაცხადა, რომ 1 დოლარის ფასი 2.6599 ლარს შეადგენს, რაც მისი შეფასებით, "სერიოზული ვარდნაა და არის პრაქტიკული პასუხი ყველა იმ დებატებსა და კითხვაზე, რაც პარლამენტში დაისვა".