loader

კიდევ ერთი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციისკენ, რაც ამ საღამოს გახდა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციისკენ, რაც ამ საღამოს გახდა ცნობილი

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის: ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც გუშინ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა, ელის, რომ 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს. „დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ყველაფერი შეთანხმებულია. ქართველი ხალხი მალე მიიღებს უვიზო რეჟიმს“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.