loader

"მეილზე არა შმეილზე" - ფრაზა, რომელიც ყოველთვის ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებს გაგვახსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეილზე არა შმეილზე" - ფრაზა, რომელიც ყოველთვის ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებს გაგვახსენებს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. არსებული რეგლამენტის თანახმად, ყრილობაში მონაწილეობას იღებენ ტიტულოვანი მოჭიდავეები, აიპები. 81 დელეგატიდან რეგისტრაცია 73 დელეგატმა გაიარა.დღეს სასტუმრო „რედისონში“ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების რეგისტრაციის პროცესი ხმაურმა შეაფერხა, ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა დელეგატმა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონიდანაა, შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა.
როგორც იურისტმა თამაზ მელქაძემ განმარტა, აღნიშნულ პიროვნებას მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები და ორგანიზაციის სარეგისტრაციო კოდი არ აღმოაჩნდა.