loader

პრობლემები ქუთაისის აეროპორტში ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო - ფრენები გაუქმებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრობლემები ქუთაისის აეროპორტში ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო - ფრენები გაუქმებულია

უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. ავიაკომპანია "ვიზეარის" საჰაერო ხომალდი, რომელიც მემინგენი-ქუთაისის ავიარეისს ასრულებდა, ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ამასთან, გაუქმებულია სალონიკის დღევანდელი რეისი. ავიარეისებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.