loader

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილების არგუმენტად მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე დაასახელა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებული მეანაბრეები ტაშით შეხვდნენ.
წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ასევე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ.