loader

პუტინი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენას არ გამორიცხავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენას არ გამორიცხავს

პუტინი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენას არ გამორიცხავს, ამის შესახებ მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამისათვის არსებობს ყველანაირი საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს სხვადასხვა მმართველი სტრუქტურიდან გარკვეულ სიგნალებს ხედავს.

" საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს რაც შეეხება, სამხრეთ ოსეთში საბრძლო ქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა ვფიქრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე. არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. მიმაჩნია, რომ ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან. მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი ორგანოების კუთხით, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა ჩვენი უსაფრთხოება არ დააზარალოს. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია."