loader

საქართველოს საზღვართან ახლოს რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს საზღვართან ახლოს რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა ”ტუ -154”, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა. ”ბიბისის” ინფორმაციით, თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭში, შავ ზღვაში აღმოაჩინეს.
თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროების გარდა თვითმფრინავში იყვნენ ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.