loader

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, შავ ზღვაში სამაშველო სამსახურებმა ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ალექსანდ ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი იმყოფებოდა. ანსამბლის წევრები სირიაში მდებარე რუსეთის ხმეიმის ბაზაზე სამხედრო ძალებისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ. მათთან ერთად ბორტზე ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, პირველი არხის, „ენტევესა“ და ტელეკომპანია „ზვეზდას“ გადამღები ჯგუფი.