loader

შავ ზღვაში ათობით ცხედარი იპოვეს - ახალი ინფორმაცია რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავ ზღვაში ათობით ცხედარი იპოვეს - ახალი ინფორმაცია რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ

შავი ზღვის აუზში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ათობით გვამი იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ბორტზე სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 68 ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრი იყო, რომლებიც სირიაში საახალწლო კონცერტის გასამართად მიდიოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან. დაღუპულებს შორის ჟურნალისტებიც არიან, მათ შორის, პირველი არხის, "ენტევესა" და ტელეკომპანია "ზვეზდას" თანამშრომლები. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში 9 გემი და 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. გარდა ამისა ოპერაციაში წყალქვეშა მოწყობილობა "ფალკონიც" ჩაერთო. სოჭში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაველ პოპოვი ჩავიდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ან ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, ან პილოტის შეცდომამ. უწყებაში ტერაქტს გამორიცხავენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. თვითმფრინავი სოჭის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, 20 წუთში ჩამოვარდა. მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილები სოჭის სანაპიროდან კილომეტრნახევრის მოშორებით 70 მეტრის სიღრმეზე იპოვნეს.