loader

მაშველებმა შავ ზღვაში ჩამოვარდნილი Ту-154-ის შავი ყუთი და კიდევ 3 ცხედარი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა შავ ზღვაში ჩამოვარდნილი Ту-154-ის შავი ყუთი და კიდევ 3 ცხედარი აღმოაჩინეს

შავ ზღვაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ჩამოვარდნილი Ту-154-ის შავი ყუთი და კიდევ სამი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ყუთს ექპერტები გამოიკვლევენ, ხოლო ცხედრებს მოსკოვში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლაინერი, რომლის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩავარდა. დაღუპულებს შორის არიან რუსეთის პირველი არხის, НТВ-სა და "ზვეზდას" ჟურნალისტები, მედიკოსები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი. ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, თვითმფრინავის მგზავრებს კონცერტი სირიაში, რუსულ ბაზაზე უნდა ჩაეტარებინათ. საჰაერო ტრანსპორტმა კატასტროფა სოჭის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, 20 წუთში განიცადა. ავიაკატასტროფის გამომწვევ ვერსიებად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.