loader

როგორ ატყუებენ კლიენტებს სავალუტო ჯიხურებში - დაზარალებული ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ატყუებენ კლიენტებს სავალუტო ჯიხურებში - დაზარალებული ვიდეოს ავრცელებს

სოციალურ ქსელში მოქალაქე ირაკლი უშვერიძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "გამარჯობათ, მეგობრებო, დღეს მომივიდა ინციდენტი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, რომელიც იმყოფება პუშკინის ქ. №6, 100$ ვახურდავებდი და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო ყოფილა 9%. ყურადღება არ მივაქციე, მიჩვეული ვარ, რომ ფულს ყოველთვის ვახურდავებ იმ კურსით, რომელიც გარედან წერია და საკომისიო პირველად მესმის. მოლარეს ვთხოვე, რომ ფული უკან დამიბრუნოს, რაზეც მიპასუხა, რომ არ დაგიბრუნებ, თუ გინდა, პოლიციას დაურეკე ან მიჩივლე, ფულს არ დაიბრუნებო. დაახლოებით ნახევარი საათით გავედი მაგ ადგილიდან, როცა დავბრუნდი, დამხვდა 2 პოლიციის მანქანა და დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ჩემნაირად მოატყუეს 80 ლარად. პოლიციამ მხრები ათამაშა და წავიდა, თქვეს, რომ ყველაფერი კანონიერია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიდგეთ მანდ და უბრალოდ, ხალხი გავაფრთხილოთ. 4 საათის განმავლობაში 15-20 ადამიანი აპირებდა დახურდავებას, მაგრამ გაფრთხილების შემდეგ რა თქმა უნდა, ყველამ გადაიფიქრა. ხვალ ვაპირებთ, 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე მანდ ვიქნებით და შევეცდებით, რომ არცერთი ადამიანი არ მოტყუვდეს. თუ გცალია, შემოგვიერთდი, რომ შევანაცვლოთ ერთმანეთი".