loader

პატრიარქს ექიმები გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქს ექიმები გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება

ექიმები პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება. ექიმის ინფორმაციით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესის დაწყების გამო ექიმები გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნება. უწმინდესს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს. ცისანა შარტავას განმარტებით, ინფექციის დროს ნაღვლის ბუშტის ანთება დაიწყო და ეს უნდა ჩაქრეს, რომ საოპერაციო არ გახდეს.