loader

"შიდსით არის დაავადებული მთელი მოსახლეობა" - ადა მარშანიას ემოციური გამოსვლა და ხელების ბრახუნი პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შიდსით არის დაავადებული მთელი მოსახლეობა" - ადა მარშანიას ემოციური გამოსვლა და ხელების ბრახუნი პარლამენტში

ხელების ბრახუნი პარლამენტის სხდომაზე - პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ ჭიაბერაშვილს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრებმა: ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა სიტყვა რამდეჯერმე შეაწყვეტინეს. დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში მაშინ მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე და ალეპოსთან მიმართებით, ცალკე რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა. ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტი ქვეყნის პრობლემისადმი ადეკვატური უნდა იყოს და უპირველესი საკითხი, რასაც ის ახლა უნდა იხილავდეს, ქვეყნის გამთლიანების საკითხი უნდა იყოს.