loader

იქნება თუ არა თოვლი ახალი წლის ღამეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იქნება თუ არა თოვლი ახალი წლის ღამეს?

იქნება თუ არა თოვლი ახალი წლის ღამეს? - სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში თოვლი მხოლოდ მთიან რაიონებშია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ 31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო, აღმოსავლეთში კი მცირე ნალექი იქნება. 31 დეკემბერს თბილისში საღამოს, შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი, ღამით -1 გრადუსი იქნება. 1-ელ იანვარს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს. 1-ელ იანვარს თბილისში შესაძლო გაწვიმდეს. 2 და 3 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღისით უნალექო ამინდი, ღამით კი წვიმები იქნება.