loader

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში 40 წლის ქალი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში 40 წლის ქალი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პოლიციამ ქალბატონი დააკავა. 1976 წელს დაბადებული პირი სამართალდამცავებმა თბილისში აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ "კანონიერ ქურდს" - ე.წ. "ქურდული საერთოს" შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. "ქურდული საერთოსთვის" განკუთვნილ ფულს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 30 700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები - ე.წ. "ქურდული საერთოს სიები" და ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.