loader

ჯონ მაკკეინი საქართველოშია - ვისთან მართავს შეხვედრებს ამერიკელი სენატორი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯონ მაკკეინი საქართველოშია - ვისთან მართავს შეხვედრებს ამერიკელი სენატორი?

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში ვიზიტს აგრძელებს. ჯონ მაკკეინი ამჯერად სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ქვეყნის პირველ პირთანაც. იგეგმება ასევე კრწანისის სასწავლო ცენტრში მისვლა და ცენტრის დათვალიერება, რის შემდეგაც ამერიკელი სენატორი თბილისს დატოვებს. ჯონ მაკკეინი საქართველოში პირველ იანვარს ჩამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა. გარდა ამისა, მან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთანაც გამართა.