loader

როდის მიაღწევს გრიპის ვირუსის გავრცელება პიკს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის მიაღწევს გრიპის ვირუსის გავრცელება პიკს?

თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. როგორც "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ვირუსების გავრცელების მაჩვენებლით სეზონზე პიკი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა და ერთი პიკი გადავლილია. მომდევნო მატება კი, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, თუმცა, პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში. ამ ეტაპზე, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის H3 ვირუსი. დაფიქსირდა B ტიპის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა, ასევე გავრცელებულია სხვა ტიპის ვირუსებიც.