loader

პატრიარქი დღეს იუბილარია - ილია მეორეს 84 წელი შეუსრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი დღეს იუბილარია - ილია მეორეს 84 წელი შეუსრულდა

პატრიარქი დღეს იუბილარია - ილია მეორეს 84 წელი შეუსრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოსი, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წელს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1963 წელს ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 4 წლის შემდეგ კი ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა და სოხუმში 11 წელი გაატარა. 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ის პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.