loader

ღუდუშაურის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტებს ვეღარ იღებს - კლინიკის ფსიქიატრი მიზეზებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღუდუშაურის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტებს ვეღარ იღებს - კლინიკის ფსიქიატრი მიზეზებზე

ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტებს ვეღარ იღებს. მიზეზი სახელმწიფო დაფინანსების შემცირება გახდა. როგორც "პალიტრანიუსს" ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება თვეში 57-ათასლარიანი დაფინანსების ნაცვლად მხოლო 33 ათას ლარს იღებს. მისივე განმარტებით, მთავრობამ დადგენილება 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ მხოლოდ 3 იანვარს გაიგეს.