loader

გიგი უგულავას ადვოკატი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ტოვებს ის საპატიმროს დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავას ადვოკატი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ტოვებს ის საპატიმროს დღეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს, ვინაიდან მისი ინფორმაციით, „პატიმრობის კოდექსში“ არსებული ჩანაწერით, თუ სასჯელის მოხდის ვადის წინა დღე უქმე დღეა, პირის გათავისუფლება უფრო ადრე, სამუშაო დღეს უნდა მოხდეს. შესაბამისად, ადვოკატი უგულავას გათავისუფლებას დღესვე ითხოვს.